13 იან 2026
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალსა და სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
კომპანიის დამფუძნებელმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას.