13 იან 2026
უკრაინის ოფიციალური პირებისა და მედიის განცხადებით, დილით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ორ უდიდეს ქალაქზე წლის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ დედაქალაქი რაკეტებით ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური თავდასხმის ქვეშ მოექცა.
უკრაინის მონიტორინგის ტელეგრამ- არხები წერენ, რომ ღამით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 20-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ხარკოვთან ახლოს რუსეთის სამიზნე „ახალი ფოსტის“ ტერმინალი იყო. რუსებმა შენობას ჯერ რაკეტებით შეუტიეს, შემდეგ კი დრონებით. ტერმინალის შენობა განადგურებულია, ხანძარი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მაშველებმა 30-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მათგან ორი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.