ირანში პროტესტი გრძელდება

13 იან 2026

ირანში ანტისამთავრობო მასობრივი პროტესტი გრძელდება.  ეკონომიკური და სოციალური სირთულეების გამო დაწყებული აქციები  ქვეყნის მმართველი სასულიერო ისტებლიშმენტის დამხობისკენ მოწოდებებში გადაიზარდა. ისლამური რესპუბლიკიდან ინფორმაციის გავრცელება შეფერხებული იყო  8 იანვარის ინტერნეტის გათიშვის გამო.

ინტერნეტის რამდენიმედღიანი გათიშვის შემდეგ, გუშინ ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა, რამაც მედია ორგანიზაციებს საშუალება მისცა, ოთხი დღით ადრე გადაღებული ანტისამთავრობო დემონსტრანტების კადრები გაევრცელებინათ. დედაქალაქ თეირანში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ იკრიბებიან მომიტინგეები ჰაფტე ტირის მოედნის მახლობლად უწყვეტი სროლის ხმის ფონზე. 

აშშ-ში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან 572 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ირანი არ ასახელებს  ოფიციალურ მონაცემებს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, მაგრამ სისხლისღვრაში აშშ-ის ჩარევას და ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტებს ადანაშაულებს.