13 იან 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ირანთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ბიზნესურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს დაექვემდებარება.
მანამდე აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპმა „აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების“, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.