სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის" ყველა ბრალდება, როგორც ცილისმწამებლური, თუმცა არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში - პაპუაშვილი

12 იან 2026

სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების "პოლიტიზირებულობის" ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური,” - ამის შესახებ საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში.

"როდესაც, დღევანდელი დღესავით, მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს "პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე", გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს.

ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების "პოლიტიზირებულობის" ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.

არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ," - წერს პაპუაშვილი.