12 იან 2026
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება - აცხადებენ ოპოზიციაში.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია“.
ოპოზიციურ პარტიაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ სამართლებრივად აღსასრული უდგას და ამ პროცესში ვინ იქნება ხელმძღვანელი მნიშვნელობა არ აქვს.