12 იან 2026
ბათუმში, ჭოროხის ხიდთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.