დასავლეთ გერმანიაში ძლიერი ყინვის გამო სკოლები დაიხურა

12 იან 2026

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ძლიერი ყინვების გამო ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულმა ფედერალურმა მხარემ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, რომელიც ნიდერლანდებთან და ბელგიასთან საზღვარზე მდებარეობს, 5 ათას 400-ზე მეტი სკოლა დახურა.

„არსებობს რისკი და ბავშვების უსაფრთხოება  პირველ ადგილზეა“ -აცხადებს ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელი. ამ ფედერალური მხარის  განათლების მინისტრმა ორშაბათისთვის გამოსცა დირექტივა, რომლის თანახმად სკოლებში  სწავლება დისტანციურად ვიდეოკავშირის საშუალებით გაგრძელდება, სისტემა, რომელიც პირველად კორონავირუსის აფეთქების დროს დაინერგა.

გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მანამდე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და სხვა ფედერალურ მხარეებში მოსალოდნელი  ძლიერი ყინვის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გერმანიამ საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა შტორმ „ელის“ მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარბუქი, თოვლი და ყინულის წვიმა.