12 იან 2026
4 ოქტომბის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 14 პირის საქმეს განიხილავს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ წარდგენილია სხვადასხვა ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერიდან აღებული ვიდეო მასალა, რომელშიც დაკავებულების ბრალეულობა არ იკვეთება. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.