12 იან 2026
''ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფავლენიშვილის თქმით, თინა ბოკუჩავა „უახლოეს მომავალში დასმულ კითხვებს თავად უპასუხებს. ოპოზიციურ პარტიაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ სამართლებრივად აღსასრული უდგას და ამ პროცესში ვინ იქნება ხელმძღვანელი მნიშვნელობა არ აქვს.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას გაერთიანების რესურსი და რეიტინგი არ გააჩნია.