მარკო რუბიოს განცხადება - შეფასებები

12 იან 2026

66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით, ამერიკის გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან.მმართველი გუნდი ამერიკის ამ ნაბიჯს სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„ქართული ოცნებაში“ იხსენებენ ვენეციის კომისიის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ოპოზიციის ნაწილი კი შტატების გადაწყვეტილებას ამერიკის შიდა საქმედ მიიჩნევს.

რაც შეეხება მარკო რუბიოს განცხადებას, მისი თქმით, საერთაშორისო სისტემა ასობით ისეთი ორგანიზაციით არის გადატვირთული, რომლებსაც გადაჭარბებული მანდატები, არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა აქვთ, მათ შორის გაერო-ს მოსახლეობის ფონდს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასა და კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციას, რომლებიც მისივე თქმით, არაეფექტურობას ან ბოროტებას ავლენენ.