საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

12 იან 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, წარმატებით ასპარეზობს აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთან ნაკრები. ამ დროისთვის მათი მონაგარი ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ფრიდონ აბულაძე, ანრი ხოზრევანიძე, რამაზ ზოიძე, თორნიკე მიქელაძე და ლაშა გობაძე. ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ აჩიკო ბოლქვაძე, დათა ჩხაიძე და ნიკა ბროლაძე. 

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანრი ფუტკარაძემ, ოთარ აბულაძემ, ლუკა გაბისონიამ და ლუკა კოჩალიძემ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებს.