12 იან 2026
უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ კასპიის ზღვაში რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ კუთვნილ სამ საბურღ პლატფორმაზე თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც, მათი თქმით, დარტყმებს ასახავს.
სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრეიფერის პლატფორმებზე განხორციელდა.
„ეს ობიექტები რუსეთის საოკუპაციო არმიის მხარდასაჭერად გამოიყენება. პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა. ზარალის მასშტაბები ფასდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.