12 იან 2026
ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეომასალა ბოლო საპროტესტო აქციების დროს დაღუპული უსაფრთხოების ძალებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკრძალვის მსვლელობის შესახებ.
მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც მთავრობის თქმით, „შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგობის დროს დაღუპულ მოწამეებად“ არიან მოხსენიებულნი.
ირანის მთავარ პროვინციებში დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა სამგლოვიარო მსვლელობაზე, ქუჩებში ირანის დროშებში გახვეული კუბოები მიჰქონდათ.
უფლებადამცველი ჯგუფი ამბობენ, რომ ირანში არეულობის შედეგად ირანის უსაფრთხოების ძალების 100-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა.