12 იან 2026
ლოს-ანჯელესში ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ქუჩებში გამოსულ მომიტინგეების ჯგუფში სატვირთო მანქანა შევარდა. ვესტვუდში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.
პოლიციის თქმით, მძღოლი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, დაკავებულია. ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
პოლიცია ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებულად ან ტერორისტულ აქტად არ განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ირანის გარეთ ყველაზე დიდი ირანული სათვისტომო ცხოვრობს.