ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს - ტრამპი

12 იან 2026

ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.  მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს, რადგან ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან საუბარს გეგმავს ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ, სადაც ხელისუფლებამ ოთხი დღის განმავლობაში გათიშა ის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გამო. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს ფასების ზრდის გამო დაიწყო.  

უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, ასობით ადამიანია დაღუპული. ორკვირიანი არეულობის შედეგად 500-ზე მეტი მომიტინგე და  უსაფრთხოების ძალების  48 თანამშრომელი დაიღუპა ხოლო 10 ათას  600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ირანი ოფიციალურად რიცხვს არ ასახელებს.