ქართული ღვინო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა-ფესტივალზე იყო წარდგენილი

12 იან 2026

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების გაფართოებისთვის 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა-ფესტივალსა და 300-ზე მეტ დეგუსტაცია-სემინარზე.

უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა 18 ღვინის ტური. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

გარდა ამისა, ასევე უწყების ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში 32 ღონისძიება გაიმართა.

მარკეტინგული ხარჯების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი თანადაფინანსების სახით,  ღვინის 9 კომპანიამ ჯამურად, 692 ათას ლარზე მეტი მიიღო.