12 იან 2026
მონაკოში გამართულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.
ტურნირის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი გახდა, რომელმაც ფინალურ ტურში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა ბელა ხოტენაშვილმა, ხოლო სოფიო გვეტაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.