გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი „ნიუ ორლეანთან“

12 იან 2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისმა „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ 128:118 დაამარცხა.

გოგა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთი ითამაშა: მის ანგარიშზეა 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.

 „მეჯიქის“ ბომბარდირი კი 27 ქულით ანტუან ბეინი გახდა. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ 15 იანვარს „მემფისთან“ გამართავს. მატჩი ბერლინში ჩატარდება.