ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

12 იან 2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი საბერძნეთთან ჩაატარა და 6:20 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენობაში ორი გოლი დუშან ვასიჩმა გაიტანა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი სარიჩმა, პიეშივაცმა, შუშიაშვილმა და დადვანმა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა სლოვენია 20:4 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 13 იანვარს ხორვატიასთან გამართავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.