12 იან 2026
რაგბიში ევროთასების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე C ჯგუფში დავით ნინიაშვილის „ლა როშელმა“ სტუმრად ირლანდიურ „ლენსტერთან“ 24:25 დათმო.
დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. 28-ე წუთზე, როცა „ლა როშელი“ 0:12 აგებდა, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ლელო დადო და სხვაობა შეამცირა. ეს ჩემპიონთა თასის მიმდინარე ტურნირზე ნინიაშვილის სადებიუტო ლელოა. „სტად ფრანსეში“ კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მელიქიძემ.
ფრანგულმა კლუბმა ჩელენჯ თასის გათამაშებაში „ექსეტერს“ უმასპინძლა და 27:25 დაამარცხა.
მელიქიძე თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო და სამ წუთში ლელო დადო. ეს მელიქიძისთვის ამ სეზონში ჩელენჯ თასზე პირველი ლელოა.