„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალი“ დაამარცხა

12 იან 2026

საუდის არაბეთში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ 3:2 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

პირველი გოლი 36-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა და „ბარსელონა“ დააწინაურა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე სამი გოლი გავიდა – ვინისიუსმა ანგარიში გაათანაბრა, ლევანდოვსკიმ „ბარსელონა“ კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო წონასწორობა კიდევ ერთხელ გონსალო გარსიამ აღადგინა. 

მეორე ტაიმში „ბარსელონას“ მხრიდან გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა. 

შედეგად, „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ტიტული დაიცვა, ჯამში კი, აღნიშნული ჯილდო ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო, რაც რეკორდია.