საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

11 იან 2026

მართლმადიდებელი ეკლესია, ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოკლულ 14 ათას ჩვილს იხსენებს, რომლებიც ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა.