ლაშა გობაძე და რამაზ ზოიძე, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

11 იან 2026

ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ. 87 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონობა ლაშა გობაძემ გაინაღდა, 77 კგ-ში კი რამაზ ზოიძემ.

 აღნიშნულ წონით კატეგორიაში აჭარიდან მესამე ადგილები გაიყვნენ ანრი ფუტკარაძემ და ოთარ აბულაძემ.

ლაშა გობაძესთან ერთად კი კვარცხლბეკზე აჩიკო ბოლქვაძე და ლუკა კოჩალიძე ავიდნენ.

გარდა ამ შედეგებისა ორივე სტილში არაერთი ჩემპიონი გამოვლინდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატში მსოფლიოს დონის სპორტსმენები ასპარეზობენ.