11 იან 2026
ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება.
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „კანონიერი სამიზნეები“ გახდებიან, თუ აშშ ირანს დაარტყამს.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები განიხილა.