11 იან 2026
პირველად ტრაპიზონში “ქართული კულტურის” ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ახალი ქართული კერა იქნება, სადაც თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენებურებს ქართულ ენას, კულტურას და ტრადიციებს ასწავლიან.
ტრაპიზონი ბათუმთან დამეგობრებული პირველი ქალაქია თურქეთის რესპუბლიკაში და აქ ქართული ცენტრის გახსნას სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ.
გარდა ამისა, იგი საქართველოს მოსაზღვრე რეგიონშია და ახლოს მდებარეობს როგორც ისტორიულ საქართველოსთან, ისე მუჰაჯირებით დასახლებულ ქალაქებთან, მათ შორისაა ორდუ, ფაცა, უნიე და გირესუუნი, სადაც უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება. ეს იქნება რიგით მეხუთე ქართული კერა თურქეთის შავ ზღვისპირა რეგიონში.
ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, სხვადასხვა ქალაქის ქართული კულტურის ცენტრების ხელმძღვანელების და საქართველოდან ჩასული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელზეც ოსმალურ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირი ეთნიკური ქართველების ფოტოები წარმოადგინეს.
პრეზენტაცია გაიმართა ასევე ჩვენებური ქართველის წიგნის, რომელიც მუზეიან თურქ გოგიტიძემ ქართულ კულინარიას მიუძღვნა და მასში ჩვენებურების მიერ შემონახული კერძები გააერთიანა.