11 იან 2026
ძლიერი ყინვებია პოლონეთში. ყინვების შედეგად ჰიპოთერმიით სამი ადამიანი გარდაიცვალა. სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრმა ხალხს შეახსენა, რომ ყინვის დროს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ.
პოლიციამ, ასევე, მოითხოვა იმ ადამიანების შესახებ შეტყობინებების მიღება, რომლებსაც შესაძლოა, დახმარება დასჭირდეთ.
პროგნოზირებული დაბალი ტემპერატურის გამო, მეტეოროლოგიის ინსტიტუტმა ძლიერი ყინვის შესახებ პირველი დონის გაფრთხილება გამოსცა.
ყინვის გამო, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაშველო სამუშაოები გააძლიერა. სამსახურებს დაევალათ პატრულირება და ცარიელი შენობების, ბაღებისა და პარკების შემოწმება.