10 იან 2026
ბათუმში "გალერეა ჩიგოგიძე" ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - მიხეილ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენა, რომელიც ხელოვანის 70 წლის იუბილეს ეძღვნება დღეს გაიხსნა.
საღამოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები და მხატვრის სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 30 წლის ხდება.
თარიღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.