10 იან 2026
ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნებოდა.
გუშინ კი იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მაკრონი მართალია და დროა, ევროკავშირი ესაუბროს რუსეთს.