პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

10 იან 2026

14 იანვარი ქართული თეატრის აღდგენის დღეა.  ამ თარიღს ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერით ხვდება და 147-ე თეატრალური სეზონი „დარისპანის გასაჭირით“ იხსნება.  „დარისპანის გასაჭირი“ - სპექტაკლი, რომელიც კლასიკურ ქართულ დრამატურგიას თანამედროვე სცენურ ენაში აცოცხლებს.

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშიაა. სპექტაკლში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ, ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელია ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი.  

პრემიერა 14-15 იანვარს თეატრის დიდ სცენაზე შედგება.