საერთაშორისო ტურნირი კარატეში

10 იან 2026

„თბილისი არენაზე“ „კარატე 1 - სერია A“ მიმდინარეობს. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. ტურნირში 77 ქვეყნის 1 267 სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ტურნირს პირველ დღეს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

 მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის სპორტული კარატეს ფედერაციების პრეზიდენტ და ევროპისა და მსოფლიოს სპორტული კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის უფროსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ტურნირზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში სპორტული კარატეს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საერთაშორისო ტურნირი ხვალ დასრულდება.