10 იან 2026
‘’ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ, ან კარგი, ან უფრო რთული გზით,, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და აშშ-ის მეზობელი გახდება, რასაც, ტრამპის თქმით, არ დაუშვებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს უნდა ესმოდეს, რომ ის ალიანსის გულშემატკივარია, რადგან მან ნატო გადაარჩინა.