10 იან 2026
დღეს დილით ავარია იყო ბათუმში - აეროპორტის გზატკეცილზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.