10 იან 2026
ირანში საპროტესტო აქციებმა კიდევ 16 ქალაქი მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების" ცნობით, სულ მცირე 51 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის ცხრა ბავშვი. ქვეყანაში ინტერნეტი ხუთშაბათს ღამიდან თითქმის სრულად გათიშულია.
ამ ფონზე, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღრმად შეშფოთებულნი არიან ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მკაცრად გმობენ მომიტინგეების მკვლელობას“.