რომის პაპი - პრინციპი, რომელიც ერებს სხვისი საზღვრების დარღვევისთვის ძალის გამოყენებას უკრძალავდა, სრულიად ძირგამოთხრილია

10 იან 2026

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული პრინციპი, რომელიც ერებს უკრძალავდა ძალის გამოყენებას სხვისი საზღვრების დარღვევისთვის, სრულიად ძირგამოთხრილია, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-ემ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ომი კვლავ მოდაშია და ომით გატაცება ვრცელდება.  ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, რომელიც ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო თანაარსებობის საფუძველია“, – განაცხადა რომის პაპმა.