პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

10 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: - 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებულო ა.მ.  და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას.

 

თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

 

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.