სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმაზე კონკურსი გამოცხადდა

09 იან 2026

თბილისში სამთავრობო ქალაქის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

პროექტის განხორციელების შემდეგ  სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე გადავა პარლამენტი,   მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები,  თბილისის მერია და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.  სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.