ბათუმის ბულვარში უსახური ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

09 იან 2026

ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე განთავსებული ამორტიზებული ღამის კლუბის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული უსახური შენობა ბულვარის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებდა, რის გამოც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამუშაოები ასევე ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანას ითვალისწინებს.

სადემონტაჟო სამუშაოები, ბულვარის ადმინისტრაციის ჩართულობით ხორციელდება. ტერიტორიის სრული მოწესრიგება უმოკლეს დროში დასრულდება.

აღნიშნული პროცესი, მოქმედი კანონმდებლობით, ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ხორციელდება და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება.