09 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 3 მოწმე უნდა გამოიკითხოს. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ ეთანხმება.