09 იან 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, საქმის პროკურორის განცხადებით საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს.
დაცვის მხარე კი ამბობს რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი საპროცესო შეთანხმების და ამის მზაობა ბრალდების მხარესაც ექნება, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.
ინფორმაციისთვის, პროცესზე ბრალდების მხარეს 1 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, რომლის ჩვენებაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, რის შემდეგაც პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს.რომეო მიქაუტაძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.