ოპოზიციური პარტიების  აკრძალვის საკითხი

09 იან 2026

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ  სარჩელს არაკონსტიტუციურად  მიიჩნევს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანაში არჩევნები აზრს დაკარგავს და დასრულდება წარმომადგენლობითი  დემოკრატია.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წარდგენილი სარჩელი მოკლებულია მყარ არგუმენტებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი იურიდიული ძალა არ აქვს.  
ქართული ოცნება სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, შესაბამის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორი თვის წინ დარეგისტრირდა.