ოპოზიციის გეგმები-შეფასებები​

09 იან 2026

რა გეგმა აქვს ოპოზიციას სამომავლოდ? საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“ “გარდამავალი ეტაპის გეგმა” წარადგინა.
რომელიც მოიცავს  სამ ძირითად მიმართულებას  – სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, პოლიტიკური ცვლილების შემდეგ პირველ 100 დღეში გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას და მათი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის და სამართლიანობის, ინსტიტუტების აღდგენას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს.