„სტუდენტთა დახმარების პროგრამა“

09 იან 2026

ხულოში „სტუდენტთა დახმარების პროგრამა“ ამოქმედდა. პროგრამა მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება და მისი მიზანი უმაღლესი განათლების ხელშეწყობაა. დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით ან უდედმამო, რეგისტრირებული არიან ხულოში და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამით სარგებლობის მსურველებმა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ან ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ.