აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

09 იან 2026

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპს აუკრძალავს ვენესუელას წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებები კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელოს.

Sky News-ის ინფორმაციით, საომარი უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას მხარი ხუთმა“რესპუბლიკელმა“ სენატორმაც დაუჭირა. ისინი პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა: „„რესპუბლიკელებს“ უნდა რცხვენოდეთ იმ სენატორების, რომლებმაც „დემოკრატებთან“ ერთად მისცეს ხმა იმას, რომ წაერთმიათ ჩვენთვის უფლებამოსილება, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.  
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის კანონად გადაქცევის შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ.