09 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც გრძელდება სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეზე. ამ წუთებში 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
კერძოდ კი, სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ვიდეომტკიცებულებები აქვს წარდგენილი. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის მუხლით ავქთ წარდგენილი.
ამ საქმეზე ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან. სხდომის დაწყტებამდე ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა მედიასტან განაცხადა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.