09 იან 2026
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.