09 იან 2026
ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ნესტლე ჯგუფმა“ სხვდასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად, რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:* NAN 1 და NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, * NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გრამიანი და მუყაოს ყუთი,1050 გრამიანი სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს!“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.