საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

09 იან 2026

 დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ერთსა და იმავე დღეს, ერთმანეთის პარალელურად, შერეული სისტემით იასპარეზებენ. ოთხივე საშეჯიბრო დღეს ორივე სტილის წარმომადგენლები გაითამაშებენ მედლებს. წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატში ორივე დისციპლინაში ყველა წამყვანი მოჭიდავე იასპარეზებს. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ პრიზიორები.