09 იან 2026
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის, საფრანგეთის სუპერთასისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ გაიმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა. ანგარიში პარიზელებმა დემბელეს გოლით გახსნეს, რასაც საპასუხოდ გრინვუდის პენალტი და პაჩოს ავტოგოლი მოჰყვა. 95-ე წუთამდე „მარსელი“ იგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა რამოშმა გაათანაბრა. პენალტების სერია კი „პარი სენ-ჟერმენმა“ უკეთ შეასრულა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „პსჟ“-მ საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.