09 იან 2026
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ტიპის რაკეტები გამოიყენეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, რუსეთმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის საპასუხოდ გადადგა. რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს კიევზე მასშტაბური ავიაიეირში მიიტანეს.
თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 19. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის გამო უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია.
კიევში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ყურადღებას აქცევს. მისი ინფორმაციით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.